ბათუმის ტრაგედია და უსაფრთხოების პოლიტიკა

08 დეკ 2017

სასტუმრო “ლეოგრანდში” მომხდარი ტრაგედიიდან 2 კვირა გავიდა. სწორედ ამ საკითხზე ბათუმის დემოკრატიის სკოლის ორგანიზებით დისკუსია გაიმართა თემაზე “ლეოგრანდის ტრაგედია - უსაფრთხოების პოლიტიკის ხარვეზები”. დისკუსიის ფარგლებში  იმსჯელეს, თუ რამ გამოიწვია სასტუმრო ,,ლეოგრანდში’’  მომხდარი  ტრაგედია, შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება.

შეიცვალოს უნდა თუ არა და  არსებული  პოლიტიკა , არის თუ არა დაცული ქალაქში სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები დაცული.  მოხსენება მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ, არქიტექტორმა  გია რამიშვილმა და საზოგადოება ,, ბათომის’’ დამფუძნებელმა  შოთა გუჯაბიძემ გააკეთეს.