სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 4 პირი დააკავეს

10 დეკ 2017

სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 4 პირი დააკავეს. სამართლადამცველებმა საქართველოს 2 და უზბეკეთის 2 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის მიმართულებით ცდილობდნენ.