ბსუ-ში ინოვაციური სერვისის პრეზენტაცია გაიმართა

10 დეკ 2017

ინოვაციური სერვისის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ  საიტზე  ‘’portal.bsu.edu.ge-ზე’’  და დასაქმდნენ ან გაიარონ სტაჟირება სხვადასხვა კომპანიაში.

დამსაქმებლებს შეეძლებათ პირადად შეარჩიონ ბაზაში დარეგისტრირებული სტუდენტებიდან სასურველი კადრი. პორტალზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ ბსუ-ს კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს.