ქობულეთის მომავალი წლის ბიუჯეტი 2 მილიონ 246 ათასი ლარით გაიზარდა

11 დეკ 2017

ქობულეთის მომავალი წლის ბიუჯეტი 2 მილიონ 246 ათასი ლარით გაიზარდა. ფინანსური დოკუმენტის პროექტში შესწორება შევიდა. რომლის შედეგად მილიონ 800 ათასი ლარი კაპიტალური ტრანსფერის სახით დაემატა, რაც დამატებით სამ პროექტს ნიშნავს.  

მერიამ საკრებულოსგან გადმოგზავნილი სულ 5 შენიშვნა  გაითვალისწინა. მირიან ქათამაძის განცხადებით, სხვა   ღონისძიებები ბიუჯეტს  ეტაპობრივად, კორექტირებისას დაემატება.