სტუდენტები სტაჟირებას აგროსერვის ცენტრში გაივლიან

14 დეკ 2017

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებმა აგროსერვისცენტრში ანაზღაურებადი  სტაჟირების პროგრამა გაიარეს. 6 თვის განმავლობაში სტუდენტებმა  სასათბურე და თანამედროვე  მეურნეობაში მუშაობის პრაქტიკული მეთოდები შეისწავლეს. მათ დღეს სერთიფიკატები გადაეცათ. სტაჟირების დროს შესრულებული სამუშაოების შესახებ პარალელურად სტუდენტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.