ბსუ-ში დეკანის არჩევნებში მეორე ვადით ფაკულტეტების მოქმედი ხელმძღვანელები აირჩიეს

14 დეკ 2017

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში დეკანის არჩევნებში მეორე ვადით ფაკულტეტების მოქმედი ხელმძღვანელები აირჩიეს. ოთხ ფაკულტეტზე თითო თითო კანდიდატი იყო წარდგენილი, დეკანს ფაკულტეტის საბჭო ირჩევს, რომლის რაოდენობა  სხვადასხვა ფაკულტეტზე განსხვავებულია. არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა.