''კონკია'' ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში
14 დეკ 2017
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიული თეატრი პრემიერისა და გასტროლისთვის ემზადება. სპექტაკლ “კონკიას” 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე ბათუმში დადგამენ, ხვალიდან კი დასი საერთაშორისო ფესტივალზე იზმირში მიემგზავრება.