ახალი წლის სამზადისი ქედაში

15 დეკ 2017

ქედის მუნიციპალიტეტში ახალი წლისთვის სამზადისი დაიწყო. ნაძვის ხის, საახალწლო განათებებისა და დაგეგმილი ღონისძიებებისთვის, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და შშმ მქონე პირთა საჩუქრებისთვის მერია, 12 ათას ლარს, დახარჯავს.

8 მეტრის სიმაღლის, ხელოვნური ნაძვის ხე, მერიამ გასულ წელს, შეიძინა. იგი ქედის ცენტრში 25 დეკემბერს განათდება.