ცვლილება ''მაუწყებლის შესახებ'' კანონში-შეხვედრა პრეზიდენტთან

17 დეკ 2017

უკვე ერთი საათია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. გიორგი მარგველაშვილი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

დღესვე, კანონპროექტზე სასაუბროდ, პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შეხვდება.