ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აენთება

17 დეკ 2017

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედანზე საზეიმოდ 25 დეკემბერს  21:00 საათზე განათდება. მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი: ბავშვების განწყობაზე აკრობატი სანტები იზრუნებენ, გაიმართება სხვადასხვა წარმოდგენაც.

მათ შორის ცეცხლის შოუ. საღამოს მუსიკალურად ბათუმის ჯაზ- ბიგ- ბენდი გააფორმებს. ევროპის მოედნის გარდა, ბათუმში კიდევ ერთი ნაძვის ხე 6 მაისის პარკის შესასვლელთან დგას.