16 300 ტონამდე მანდარინი ექსპორტირებულია

18 დეკ 2017

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, კატარის და ბელორუსიის მიმართულებით რეგიონიდან  16 300 ტონა სტანდარტული მანდარინია ექსპორტირებული.

4 ათას 700 ტონა არასტანდარტული მანდარინი კი საწარმოებში გადამუშავდა. რეგიონში წელს 25-ი მიმღებ დამხარისხებელი საწარმო ფუნქციონირებს. ორი კი არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებას ახდენს.