16 300 ტონა ციტრუსი ექსპორტირებულია

19 დეკ 2017

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, ყატარის და ბელორუსიის მიმართულებით რეგიონიდან უკვე ექსპორტირებულია 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინი. 4 700 ტონა არასტანდარტული მანდარინი უკვე მიღებული და გადამუშავებულია.

წელს რეგიონში 30–მდე  ციტრუსის მიმღებ შემფუთავი საწარმო მოქმედებს, სადაც ხდება ევროპული სტანდარტების შეფუთვა და ექსპორტირება. ჩაქვში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო მოინახულა და ციტრუსის ჩაბარების და გადამუშავების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაბა ჩაქვსა და ქობულეთში გაეცნო. ზურაბ პატარაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად რამდენიმე საწარმოს  მუშაობას გაეცნო.