სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

19 დეკ 2017

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 378 პრიმა  და 378 პრიმა  ორი მუხლები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
 

სადავო მუხლები გულისხმობს დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემას აგრეთვე აკრძალული საგნის შეძენას, შენახვას, ტარებას, მოხმარებას ან/და ამ საგნით სარგებლობას.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთების ფლობა მაგ. ბანქო, შაქარი, საფუარი არ შეიძლება იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას."