ტბაში ჩაღვრილ სამშენებლო მასალაზე მოკვლევა დაიწყო

20 დეკ 2017

არდაგანის ტბის დაბინძურებასთან დაკავშირებით  გარემოს დაცვითი ზედამხეველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონულ  სამმართველოში განმარტება გააკეთეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიიდან უკვე აიღეს სინჯები.

თუ მასალის შემადგენლობა აღემატება დადგენილ ნორმებს, გატარდება შესაბამისი სანქციები. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა კომპანიის ბრალეულობის დადასტურება, ლაბორატორიული კვლევის შემდეგ იქნება შესაძლებელი