20 დეკ 2017
პარლამენტში პრემიერ მინისტრისა და ნიკა მელიას გუშინდელი დაპირისპირება შეაფასეს. მმართველი გუნდი ფაქტს პროვოკაციად აფასებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა იყოს. მსგავსი პოზიცია აქვს მინისტრთა კაბინეტსაც, ნაციონალური მოძრაობა კი ფაქტს არაეთიკურს უწოდებს.