“კონკია”-პრემიერა თოჯინების თეატრში

20 დეკ 2017, 20:00

0
გაზიარება:

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში კონკიას პრემიერა შედგა. სპექტაკლი პატარა მაყურებლებისთვის წინასაახალწლოდ დაიდგა და 29 დეკემბრის ჩათვლით ყოველ დღე გაიმართება.
 

ზღაპარში 14 მსახიობი მონაწილეობს, კოსტიუმები რეჟისორმა მარინა ფრანგიშვილმა შექმნა. 3 თვის განმავლობაში სცენარზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მუშაობდა.