11-12 მარტის საქმის ბოლო მოწმე

20 დეკ 2017

9 თვის წინ დაწყებული საქმის სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპს უახლოვდება. 11-12 მარტის ბათუმის აქციის სისხლის სამართლის საქმეზე დღეს ბოლო მოწმე დაკითხეს.

ბოლო მოწმე აქციის ორგანიზებაში ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია იყო. იგი სასამართლოს წინაშე, მისივე გადაწყვეტილებით, ადვოკატის გარეშე წარსდგა.