სუს-მა კალათბურთის რამდენიმე მსაჯი დააკავა

21 დეკ 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის რამდენიმე მსაჯი დააკავა. უწყებაში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ მოგვიანებით მასალას გაავრცელებენ. საგანგებო განცხადებას გააკეთებს კალათბურთის ფედერაციაც, სადაც  მწვრთნელებისა და მსაჯების დაკავების ფაქტს ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით საქმე ე.წ. ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება.