სემეკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე მსჯელობს

24 დეკ 2017

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ჰიდროელექტორსადგურების – „ჟინვალჰესის“, „რიონჰესის“, „ლაჯანურჰესის“, „ძევრულჰესის“, „გუმათჰესების კასკადის“ და „შაორჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დადგინდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები.