25 დეკ 2017
თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. 114 ოფიცერს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა მიულოცა.
კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. კურსის განმავლობაში ოფიცრებმა ტაქტიკა, დაზვერვის უნარ-ჩვევები, საცეცხლე და საინჟინრო მხარდაჭერის ელემენტები, საჰაერო თავდაცვა, კავშირგაბმულობა და ლოგისტიკა შეისწავლეს.