წლის ბოლო მთავრობის სხდომა

26 დეკ 2017

განახლებული მთავრობის შემადგენლობის პირველი და თან წლის ბოლო სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის მეთაურმა 2017 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 4,9%, რაც მისი თქმით,  ძალიან კარგი მაჩვენებელია. გიორგი კვირიკაშვილმა განცხადებები რამდენიმე მიმართულებით გააკეთა. პრემიერმა თქვა,  რომ მომავალ წელს რეგიონებს უფრო მეტი ფინანსური რესურსი მიეცეთ.