სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესი

27 დეკ 2017

ზურაბ გორნაკაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას პროკურატურა კიდევ 4 პირთან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირსა და მათ დახმარებას ედავება.

ადვოკატი ითხოვდა დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. თუმცა როგორც უკვე გითხარით სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  ზურაბ გორნაკაშვილის  სასამართლო პროცესი ცალკე ჩატარდა, დანარჩენი დაკავებულების სასამართლო კი ამ წუთებში გრძელდება.