ქობულეთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

27 დეკ 2017

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცა დღეს საკრებულომ. მთავარი საფინანსო დოკუმენტი 28 მილიონ ლარამდეა, თანხა ძირითადად, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, აქაც ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვისაა გათვალისწინებული.

ეს თანხა კი აჭარის მთავრობისგან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერია და ჯამში 15 მილიონ ლარს შეადგენს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.