ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება

28 დეკ 2017

ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება. რომელსაც ევროპის მოედანი მასპინძლობს. დღეს 18 საათიდან წინასაახალწლო კონცერტი გაიმართება ბულვარშიც. შესრულდება ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები.

მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც. წელს ბულვარი ახალ წელს განსხვავებულად ხვდება. განათებულია კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და  ბამბუკების ხეივანი. ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ნაძვის ხე წელს, კოლონადებთანაა დაკიდული.