აჭარაში პიროტექნიკით 10 ბავშვი დაშავდა

31 დეკ 2017

ღამის განმავლობაში, პიროტექნიკით დაშავებულმა 10-მდე პაციენტმა  მ.იაშვილის სახელობის  ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალს  მიმართა. 5-დან 10 წლამდე ბავშვებს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნებოდათ.   პედიატრის ინფორმაციით, მოზარდებს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და  ბინაზე  გაწერეს.