ბედობის ტრადიცია 

01 იან 2018

ბედობა - შემორჩენილი ტრადიცია, რომელსაც, გასული საუკუნეების მსგავსად, დღეს უკვე დიდი დატვირთვით აღარ აღიქვამენ, თუმცა ჩვეულებას ვერ ღალატობენ. ტრადიციის მიმდევრებს სჯერათ რომ ისეთი იქნება მთელი წელი, როგორც 2 და 15 იანვარს შეხვდებიან. სწორედ ამიტომ ახალი და ძველით ახალი წლის მეორე დღეს მხიარულად და პოზიტიურად ატარებენ.  მნიშვნელოვანი როლი აკისრია პირველ სტუმარს, ანუ მეკვლეს.