დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან

28 ივნ 2016

ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სასტუმროშია გადაყვანილი - ინფორმაცია  ტელეფონით თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა მოგვაწოდა. მისივე განმარტებით, თურქეთისა და საქართველოს მთავრობების დახმარებით, დაახლოებით საქართველოს 100-მდე მოქალაქე დაბინავებულია.