მეეზოვეების გადამზადების კურსი

03 იან 2018

პიროვნებათშორისი კონფლიქტის თავისებურებები, ქცევის სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციაში,  კულტურა და კომუნიკაცია - ამ  მიმართულებით ბათუმში  დასაქმებული მეეზოვეები  გადამზადნენ.  

2 თვის განმავლობაში მათ ტრენინგები დემოკრატიის ინსტიტუტში უტარდებოდათ. ორგანიზაციამ დღეს  გადამზადებულ მეეზოვეებს სერთიფიკატები გადასცა. გადამზადების პროექტი ევროკავშირმა დააფინანსა.