03 იან 2018
ბიბლიის უნიკალური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა საპატრიარქოში. კულტურის მინისტრის განცხადებით, ღონისძიება პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო.
მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, ბიბლიის ამ ტექსტზე თავის დროზე სულხან-საბა ორბელიანი მუშაობდა.