8 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯება საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის ქედაში

07 იან 2018

8 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯება საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის ქედაში. ასფალტის საფარი დაიგება აგარაში, მეძიბნაში, კოლოტაურში, კორომხეთში,  ძენწმანსა და ტაკიძეებში. საავტომობილო გზები დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, პარალელურად მოეწყობა 40-მდე ხელოვნური ნაგებობა.