იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ვახტანგ მჭედლიშვილს ვადა 16 იანვარს ეწურება

07 იან 2018

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. შემადგენლობის ნახევარზე მეტი საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები არიან.  საბჭოს 8 წევრს ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს პრეზიდენტი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის   უფლებამოსილების ვადა 4 წელია.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელი ორგანოა.  იუსტიციის უმაღლესი საბჭო 1997 წლიდან ფუნქციონირებს.