ღოღობერიძეს და ჩხვირკიას მასობრივი არეულობის ბრალდება სასამართლომ არ დაუდგინა

09 იან 2018

განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა სასამართლოს სხდომათა დარბაზში. ბრალდებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.

პროკურატურა 8 თვეზე მეტია  ითხოვდა ორივე ბრალდებულის აქციის ორგანიზების მუხლით გასამართლებას. ეს არის 225 მუხლი, რომელიც  6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.