სამართალდამცავებმა აჭარაში იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

13 იან 2018

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში. სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული პირი ბათუმში დააკავეს.

რომლის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.