ზურაბ პატარაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საჯარო განხილვებში ჩაერთვება

14 იან 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საჯარო განხილვებში ჩაერთვება. როგორც ზურაბ პატარაძე აცხადებს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება,  რომელიც რეგიონის უფლებამოსილებას გაზრდის. მისივე განმარტებით, საჯარო განხილვებში მნიშვნელოვანი იქნება მესამე სექტორის აზრი.