გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ გამოწვევად სოციალურ საკითხებს მიიჩნევს

15 იან 2018

საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე აქტუალური ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ გამოწვევად სოციალურ საკითხებს მიიჩნევს და პირველი ხუთეული უმუშევრობას, ფასების ზრდა/ინფლაციას, სიღარიბეს, პენსიებსა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას უჭირავს. 

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ჩამონათვალში მე-6 ადგილი უჭირავს, განათლებას მე-8, ხოლო ადამიანის უფლებებს მე-10 ადგილი. 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გაკეთებული კვლევების მიხედვით, ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.