რატომ ვერ იღებს პაციენტებს ახალგარემონტებული ინფექციური

15 იან 2018

ბათუმის ინფექციური საავადმყოფო, რომლის ერთი ფლიგელი 10 თვის წინ გარემონტდა და სრულად აღიჭურვა აპარატურით, ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. ამის ერთ-ერთ მიზეზად თანამედროვე აპარატურასთან მუშაობის გამოცდილების არქონა სახელდება.

სამედიცინო დაწესებულების სრული რეკონსტრუქცია თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ უზრუნველყო.