ბავშვები ბაღის რიგში

16 იან 2018

300-მდე ბავშვი ბაღის გარეშე  - ჩაქვში არსებულ ორ საბავშვო მუნიციპალურ ბაღში ადგილის გათავისუფლებას ოფიციალური განცხადებით სწორედ 300 ბავშვი ელოდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამ ტერიტორიულ ერთეულში ბაღების მშენებლობას მოქმედი მერი მოსახლეობას არჩევნებამდე დაჰპირდა.