თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებს შუახევშიც

17 იან 2018

თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებს შუახევშიც. საკითხს ოპოზიციამ ხარი არ დაუჭირა. საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის უფროსის განცხადებით, ხელფასის ზრდა არ მომხდარა და მხოლოდ პრემია-დანამატებისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილება მოხდა.

დღესვე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა შუახევის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანის პროექტში ცვლილებას. მუნიციპალიტეტი 6 ათასი ლარით მეტს გადაუხდის “ბათუმის სანდასუფთავება “ ნარჩენების გატანისთვის.