მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

21 იან 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე “სტატეჯიქ აუთლუქ- ეურაზია”.

დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.

საქართველოს დელეგაციაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები  და “თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი იმყოფებიან.