აქტიური ტურისტული სეზონი კურორტ ''გოდერძიზე''

21 იან 2018

კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი გრძელდება. კურორტის სტუმრებს ექვსი კოტეჯი და ერთი სასტუმრო ემსახურება. მოწყობილია გონდოლის და ბაბლის ტიპის საბაგირო, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. ღია ცის ქვეშ მოწყობილია კაფე-რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები.

კურორტის დირექტორის ზურაბ ჭურკვეიძის ინფორმაციით, ზამთრის კურორტს უცხოელი ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ, განსაკუთრებით დასვენების დღეებში.