თოვლის საერთაშორისო დღე სათხილამურო შეჯიბრებით აღნიშნეს გოდერძიზე

21 იან 2018

თოვლის საერთაშორისო დღე სათხილამურო შეჯიბრებით აღნიშნეს გოდერძიზე. მასში მოყვარულმა მოთხილამურეებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრება აჭარის სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. გამარჯვებულები თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.