პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძე დანიშნა

24 იან 2018

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად ყოფილი დედაქალაქის ვიცე-მერი, ირაკლი ლექვინაძე დანიშნა. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ლექვინაძე იქნება ბიზნესის ხმა მთავრობაში. ირაკლი ლექვინაძე ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო.