ქობულეთის საკრებულოს სხდომა

28 იან 2018

ამ წუთებში ქობულეთის  საკრებულოს  რიგგარეშე სხდომა იწყება. დეპუტატებმა 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შეიტანონ. დღის წესრიგით სულ 21 საკითხია გათვალისწინებული,  ცვლილება შედის ჯანდაცვის  პროგრამების ნაწილში,  ცვლილებაა 2018  წლის  სპორტის  ღონისძიებების  გეგმაშიც. დღესვე დეპუტატებმა “გენდერული თანასწორობის საბჭოს”  შექმნის შესახებ  დადგენილება  უნდა  დაამტკიცონ.