28 იან 2018
30 წლიანი პაუზის შემდეგ შუახევის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის მიხედვით დაგეგმილია საკრებულოს დარბაზის კეთილმოწყობა და ინვენტარის განახლება. შენობის რეაბილიტაციისთვის 100 ათასი ლარი დაიხარჯება.