ხულოში 150 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

29 იან 2018

ხულოში ელექტროენერგია 2 სოფლის 150-მდე აბონენტს არ მიეწოდება. დენის გარეშეა დარჩენილი უჩხოსა და წაბლანას მოსახლეობა. უხვმა ნალექმა  ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.  მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწია. უშუქობის გამო, სააღმზრდელო პროცესი 3 საბავშვო ბაღში შეჩერდა. 

კომპანია  ‘’ენერგო-პრო ჯორჯიას’’ წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაოები უკვე დაწყებულია.

უამინდობამ პრობლემები შექმნა გადაადგილების კუთხითაც. რამდენიმე სოფელში მიმოსვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ცნობით, გზებს 10 ერთეული ტექნიკა წმენდს.