ხულოში მეორე დღეა თოვს

30 იან 2018

ხულოში მეორე დღეა თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს, ხოლო დაბაში 30 სმ-ს მიაღწია. რამდენიმე სოფელში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი.  

აჭარის საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ რომ, გზებზე გაწმენდით სამუშაოებს 13  ერთეული ტექნიკა ახორციელებს.  ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ერთ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.