სარფში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს

31 იან 2018

შემოსავლების სამსახურმა სარფსა და სადახლოში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.  

მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.