ქედაში მეწყერი ჩამოწვა

03 თებ 2018

ქედაში მეწყერი ჩამოწვა. სოფელ გეგელიძეებში მიწის მასამ საავტომობილო გზა ჩაკეტა, რის გამოც ამ დრომდე გადაადგილება შეზღუდულია. გარესამყაროსაა მოწყვეტილი 80-მდე ოჯახი.


საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა ერთ საათში აღდგება, დამეწყრილი ტერიტორია კი სრულად ხვალ გაიწმინდება.