საკადრო ცვლილება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში

03 თებ 2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარ სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ირაკლი თოიძე ამ თანამდებობაზე ოფიციალურად 4 დღის წინ დაინიშნა. მანამდე ის გენერალურ  ინსპექციაში, ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს უფროსი იყო.  

ირაკლი თოიძემ თენგიზ ცისკარაძე შეცვალა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით,  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სხვა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.  უწყებაში საკადრო ცვლილებას რეორგანიზაციას უკავშირებენ, თუმცა “მთავართან” სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.