რეგიონული მედიის მიმართვა პარლამენტს და სამეურვეო საბჭოს

04 თებ 2018

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მისი ხელმომწერების მისამართით გამოქვეყნებულ უხამს განცხადებაზე რეაგირებას ითხოვენ მედია-ორგანიზაციები.

ფეისბუქ პოსტის ავტორი და მეურვე გიორგი იაკობაშვილი სამეურვეო საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტმა 6 თვის წინ, 84 ხმით აირჩია. “ადგენს მაუწყებლის პრიორიტეტებს, განსაზღვრავს განვითარების სტრატეგიას და აკონტროლებს მენეჯმენტს.

ამ საბჭოს წევრის ხელფასი არჩევის დღიდან სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ არის დაფინანსებული” – სწორედ ამის გათვალისწინებით  კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” და “რეგიონული მედიის ასოციაცია” საქართველოს პარლამენტსა და ბორდს მიმართავს. განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ იაკობაშვილის ეს პირველი არაეთიკური და შეურაცმხყოფელი განცხადება არაა